რეზონანსი
18.06.2020

„ყველა უწყების ერთობლივმა ნაბიჯებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ პირველი ტალღის მართვა შევძელით და დღეს ამაყად ვდგავართ საზოგადოების წინაშე, რადგან გამოვიჩინეთ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რომ არა მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობა, ეს კოორდინაცია შედეგს ვერ მოგვცემდა.

„სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი, გავიაზროთ და გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ეს კოორდინაცია სამომავლოდაც აუცილებლად გაგრძელდება, რადგან დაავადება ჯერ არსად წასულა და სწორედ ახლა არის მნიშვნელოვანი, რომ გაგრძელდეს კოორდინირებული ნაბიჯები, რათა შევძლოთ შემდეგი ეტაპების წარმატებით დასრულება", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×