რეზონანსი
18.06.2020

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელი, იურისტი ვალერი გელბახიანი ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბრბოს:

"სამწუხაროდ, გაერთიანებულ ოპოზიციაში, ზოგიერთ პარტიას ისეთი  ამბიციები აქვს, თითქოს მათ შექმნეს სამყარო. ამიტომ, სასურველი იქნება, თუ ერთი ერთზე იქნება ბრძოლა – „ქართული ოცნება“ და გაერთიანებული ოპოზიცია. ასეთ შემთხვევაში, დაანგრევს ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“.

ირაკლი ოქრუაშვილი ციხიდან რომ გამოვიდა, დავურეკე და მივულოცე,  წარმატებები ვუსურვე. შემდეგ კონტაქტი აღარ მქონია. ვერიდები პოლიტიკურ პროცესში აქტიურად მონაწილეობას. ირაკლიმ რა განცხადებებიც გააკეთა, იქიდან ჩანს, რომ  მოქმედმა ოპოზიციურმა ძალებმა არ დაუფასეს თუნდაც პატიმრობა და ვიდრე ციხეში იჯდა,  „მოტეხეს“ პროცესიდან. ეს ძალიან ცუდი ფაქტორია. ვერაფერს გეტყვით, ირაკლის გეგმების შესახებ", - განუცხადა "ალიას" გელბახიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×