რეზონანსი
18.06.2020

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის კიდევ ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებ-გვერდის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის აღრიცხულია კორონავირუსის სულ 893 შემთხვევა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვებგვერდის მონაცემებით, მათი რიცხვი არ გაზრდილა და კვლავ 731-ს შეადგენს.

ვირუსით გარდაცვლილია 14 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×