რეზონანსი
18.06.2020

ზუგდიდელ მამაკაცს, რომელსაც დაკრძალვაზე ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კავშირი, კორონავირუსი დაუდასტურდა. 55 წლის მამაკაცი რუსეთიდან საქართველოში 12 ივნისს ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან შემოვიდა.

მამაკაცი გუდაურის საკარანტინე სივრცეში გადაყვანეს, თუმცა ძმის დაკრძალვაზე ისე გაუშვეს, რომ ტესტის პასუხს არ დალოდებიან.

საწინააღმდეგოს ამტკიცებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. მათი თქმით, ტესტის პასუხი მეორედაც უარყოფითი იყო, საკარანტინო სივრიციდან კი გამონაკლისის სახით დროებით გაუშვეს ძმის დაკრძალვაზე მისასვლელად.

"ის იყო საკარანტინე სივრცეში, 14-ში ჩაუტარდა PCR ტესტირება, ტესტის პასუხი იყო უარყოფითი და განთავისუფლებული იყო დროებით სამძიმარზე", - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული სამსახურის უფროსმა ნანა ოდიშარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×