რეზონანსი
17.06.2020

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, პიროვნებების მცირერიცხოვანი ჯგუფი, მათ შორის უცხოეთში მომუშავე ზოგიერთი ქართველი ექიმი, ყოველგვარი სერიოზული არგუმენტების გარეშე აკრიტიკებს და იწუნებს ქვეყნის საპასუხო ღონისძიებებს COVID-19-ის საწინააღმდეგოდ.

„ჩვენი ოპონენტები უაპელაციოდ აცხადებენ, რომ ქვეყნის კლინიკური სექტორი სრულიად მოუმზადებელი და გაუმართავი შეხვდა COVID-19-ის ეპიდემიას და კიდევ უფრო მოუმზადებელი შეხვდება ამ ეპიდემიის მეორე ტალღას. რომ ქვეყანას არ ჰქონდა მოქმედების გეგმა ეპიდემიის სხვადასხვა სცენარით განვითარების შემთხვევაში, არ გაკეთებულა ქვეყანაში არსებული სამედიცინო რესურსების (საწოლები, მათ შორის რეანიმაციული საწოლები, ხელოვნური სუნთქვის აპარატები, ინფექციონისტები, რეანიმატოლოგები, ოჯახის ექიმები და სხვ.) შეფასება და ანალიზი, არ მომხდარა სამედიცინო პერსონალის მომზადება/ტრენინგები და ა.შ. მოკლედ, არაფერი არ გაკეთებულა.

მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ასეთ განცხადებებს არაფერი აქვთ საერთო სიმართლესთან. ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური სექტორი მზად იყო ეპიდემიის ნებისმიერი სცენარით განვითარებისათვის, და ბუნებრივია, ჰქონდა მრავალ საფეხურიანი გეგმაც და საჭიროების (ეპიდემიის სხვა სცენარით განვითარების) შემთხვევაში გათვალისწინებული იყო გაცილებით უფრო სერიოზული კლინიკური რესურსის მობილიზება. მაგრამ გასული სამი თვის მანძილზე ეპიდემიის განვითარების რეალური სცენარის პირობებში, გამოიყენა მხოლოდ ის რესურსი და განახორციელა ის ღონისძიებები, რაც სავსებით საკმარისი იყო დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, არც მეტი, არც ნაკლები. ამაზე მეტყველებს ის შედეგები, რომელიც საქართველომ დადო, მათ შორის კლინიკურ სექტორში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×