რეზონანსი
17.06.2020

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი გა­ბუ­ნია ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის გუ­შინ­დელ მი­მარ­თვას პა­სუ­ხობს და ამ­ბობს, რომ რამ­ზან კა­დი­რო­ვის­თვის ბო­დი­შის მოხ­დას არ აპი­რებს.

იგი კა­დი­როვს "კო­მი­კურ ფი­გუ­რას" უწო­დებს და ამ­ბობს, რომ ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი მას ვერ შე­ა­ში­ნებს.

"შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ თქვას, რომ ვერ არის ეს ბი­ჭიო, მაგ­რამ კა­დი­რო­ვი ჩემ­თვის კო­მი­კუ­რი ფი­გუ­რაა, თა­ვი­სი ვი­ზუ­ა­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი სა­უბ­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ვიცი რომ მა­საც აქვს ძა­ლა­უფ­ლე­ბა, კრი­მი­ნა­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბა. უბე­დუ­რე­ბაც ამა­შია, რომ მსგავ­სი კო­მი­კუ­რი ფი­გუ­რე­ბის უნდა გე­ში­ნო­დეს... საფრ­თხე რე­ა­ლუ­რია, მაგ­რამ მე სიკ­ვდი­ლის შიში არ მაქვს. ამი­ტომ კა­დი­რო­ვი პი­რა­დად მე ვერ შე­მა­ში­ნებს. ისიც ვიცი, რომ ეს მხო­ლოდ მე არ მე­ხე­ბა. ეს არის მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის და­ში­ნე­ბა.

მან რომ ჩემი ლიკ­ვი­და­ცია მო­ახ­დი­ნოს, ეს იქ­ნე­ბა ბევ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის მომ­ტა­ნი და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­შინ­დე­ბა... მაგ­რამ მე მინ­და კა­დი­როვს ვუ­თხრა ის, რომ ჩემი პო­ზი­ცია არ იც­ვლე­ბა. ვფიქ­რობ იმას, რა­საც მა­ნამ­დე ვფიქ­რობ­დი მის ძვირ­ფას პუ­ტინ­ზე. უფრო მე­ტის თქმაც შე­მიძ­ლია მას­ზე. ბო­დი­შის მოხ­და­ზე ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია და მუხ­ლებ­ზე და­ჩო­ქილს მე ვერც კა­დი­რო­ვი და ვერც ვე­რა­ვინ ვერ მნა­ხავს. ამის­თვის ჩემი მოკ­ვლა მო­უ­წევს და მერე შე­უძ­ლია ჩემი გვა­მი და­ა­ჩო­ქოს მუხ­ლებ­ზე" - აღ­ნიშ­ნა გა­ბუ­ნი­ამ "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×