რეზონანსი
17.06.2020

ზუგდიდში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მერია ავრცელებს.ინფიცირებული 70 წლის მამაკაცია და ის ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან 12 ივნისს შემოვიდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მამაკაცი კარანტინში გადაიყვანეს, ჩაუტარდა „პისიარ“ კვლევა, რომლის უარყოფითი პასუხის შემდგომ, 14 ივნისს დროებით გაათავისუფლეს კარანტინიდან.

განმეორებითმა ტესტმა დადებითი აჩვენა. ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტებიდან შვიდი პირი გადაყვანილია კარანტინში და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×