რეზონანსი
17.06.2020

უკრაინაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული კარანტინი 31 ივლისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასული კვირების განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსის მქონე პაციენტთა რიცხვი მუდმივად იზრდება.

„საკარანტინე ზომების შემსუბუქება ზოგიერთმა ისე აღიქვა, როგორც კარანტინის გაუქმება. თუმცა ვირუსისგან საფრთხე არ შემცირებულა. დღეს, ხელისუფლებამ მოქმედი ადაპტირებული კარანტინი 31 ივლისამდე გაახანგრძლივა, რადგან ეს არის ყველაზე ეფექტური გზა კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მთავრობამ განაახლა მექანიზმი, რომლის თანახმადაც რეგიონებში კორონავირუსის მნიშვნელოვნად გავრცელების შემთხვევაში შეიძლება კარანტინი გამკაცრდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×