რეზონანსი
17.06.2020

კადიროვის განცხადებაზე კომენტარს მე რატომ მთხოვთ?! - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახი კალაძე კადიროვის განცხადების შესახებ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თბილისის მერმა ეფექტური მუშაობისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა.

"კადიროვის განცხადებაზე კომენტარს მე რატომ მთხოვთ? პირველი და მნიშვნელოვანი - მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც აღკვეთეს ის სავარაუდო მძიმე დანაშაული, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი, უმძიმესი იქნებოდა. განცხადებები, რომელიც გაკეთდა ჩვენი მხრიდან და ასევე, ოფიციალური განცხადება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შეგვიძლიათ იხელმძღანელოთ ამ განცხადებით", - ამბობს კალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×