რეზონანსი
17.06.2020

ისეთ დინამიკა გვაქვს პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, რომ მაღალი ალბათობით, არ უნდა დაგვჭირდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და შესაბამისად, არჩევნები არ გადაიდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გადაიდოს, თუ ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობისთვის გარკვეული პირობები შეიქმნება.

„არჩევნების თარიღი დაფიქსირებულია ბოლო საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ უშუალოდ კონსტიტუციაში, ეს არის ოქტომრობრის ბოლო შაბათი და ეს ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა. რაც შეეხება არჩევნების თეორიულად გადადებას, ეს ერთადერთი შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბერში იქნება საგანგებო მდგომარეობისთვის შექმნილი გარკვეული პირობები. თუმცა, ისეთ დინამიკა გვაქვს პანდემიასთან ბრძოლის კუთხით და ისეთი წარმატებული ისტორია გვაქვს აქამდე ამ ბრძოლაში, რომ მაღალი ალბათობით, არ უნდა დაგვჭირდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და შესაბამისად, არ გადაიდება არჩევნები. გვრჩება თეორიული ვარიანტი, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი გასული დღეების განმავლობაში, თუმცა ამის ალბათობა, მე მაქვს რწმენა, რომ არის საკმაოდ დაბალი", - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×