რეზონანსი
17.06.2020

ქვემო ფონიჭალაში მტკვრიდან ამოყვანილი ერთ-ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

რამდენიმე საათის წინ უწყებაში შევიდა შეტყობინება, რომ მტკვარში, სავარაუდოდ, საბანაოდ ჩასულ ორ არასრულწლოვანს ვერ პოულობდნენ. ადგილზე მისულმა მაშველებმა ერთი არასრულწლოვანი მდინარიდან მალევე, მეორე კი ცოტა მოგვიანებით ამოიყვანეს.

ერთ-ერთ არასრუწლოვანს ადგილზე რეანიმაციული ღონისძიებები უტარდებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×