რეზონანსი
17.06.2020

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბახტრიონის ქუჩაზე ლიფტის დაზიანებასთან დაკავშირებით მერიაში და გამგეობაში არანაირი თხოვნა და ოფიციალური დოკუმენტი შესული არ ყოფილა.

მისი თქმით, კონკრეტულ კორპუსებში მცხოვრებ ადამიანებს თუ აქვთ სურვილი, რომ თავიანთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი შეიცვალოს, მათ ბინათმესაკუთრეთა პროგრამების განხორციელების საშუალებით ამის შესაძლებობა აქვთ.

„არანაირი თხოვნა და არანაირი ოფიციალური დოკუმენტი ამასთან დაკავშირებით შემოსული არ ყოფილა. ზოგადად, კონკრეტულ კორპუსებში მცხოვრებ ადამიანებს, თუ აქვთ სურვილი, რომ თავიანთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი შეიცვალოს მათ ბინათმესაკუთრეთა პროგრამების განხორციელების საშუალებით ამის შესაძლებობა აქვთ. დაახლოებით 30 მილიონ ლარამდეა ყოველწლიურად გამოყოფილი იმისთვის, რომ მოსახლეობამ ეს თანხები თავის შეხედულებისამებრ და პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვრონ და გამოიყენონ. შესაბამისად, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ ამ პროგრამის ფარგლებში ეს შესაძლებელია",-განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×