რეზონანსი
17.06.2020

აგრესიული რიტორიკა, რომელიც ძალიან ხშირად გვესმის რუსეთის და მათი წარმომადგენლების მხრიდან, ბუნებრივია ყოველთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არის მიმართული, ეს მათი ინტერესია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს ინტერესი საერთოა როგორც ქვეყნის გარე მტრიდან, ჩვენი ოკუპანტი სახელმწიფოსათვის, ასევე შიდა მტრებისთვისაც საერთო ხდება - ჩვენდა სამწუხაროდ. იქ ვიღაცა ოპოზიციაშია, რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენს თუ არ წარმოადგენს - ეს მეორე ხარისხოვანია, რადგან ამ შემთხვევაში ეს ოპოზიცია იქნება თუ მისი რაღაც ნაწილი იქნება ქართული ინტერესების სადარაჯოზე და ყველა კარგად უნდა მოახდინოს პრობლემის იდენტიფიცირება, რომ ასეთი აგრესიული რიტორიკა რომლის თანმდევი შედეგები ადრე ძალიან ხშირად გვინახავს ჩვენ, არ ჯდება ქართული სახელმწიფოს ინტერესებში", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×