რეზონანსი
17.06.2020

„ქართული ოცნება" 20 ივნისს კონტრაქციის გამართვას არ გეგმავს. ამის შესახებ კახა კალაძემ გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულებისას განაცხადა. პარტიის გენერალური მდივნის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კასპის რაიონიდან თბილისში ადამიანების ჩამოყვანა იგეგმება სიმართლეს არ შეესაბამება.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი, არანაირ კონტრაქციას პარტია „ქართული ოცნება" არ გეგმავს. ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. არ შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თმით, ქვეყანაში საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ნებისმიერ მოქალაქის ამის გაკეთება კანონის ფარგლებში შეუძლია. ოპოზიცია 2019 წლის მოვლენების აღსანიშნავად 20 ივნისს თბილისში საპროტესტო აქციას გამართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×