რეზონანსი
17.06.2020

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, განცხადებით კახეთში შიდა ტურიზმი უკვე აქტიურადაა წარმოდგენილი. ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა „მაესტროს" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კახეთში სრული დატვირთვა აქვს წინანდალს, ლოპოტას, კაჭრეთს.

„კახეთში შიდა ტურიზმი უკვე ძალიან აქტიურ ფაზაშია. სრული დატვირთვა აქვს ისეთ კურორტებს, როგორიც არის წინანდალი, ლოპოტა, კაჭრეთი, ყველა სასტუმროსთან დაკავშირებით შიდა ტურიზმზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. იმის გამო, რომ საერთაშორისი მიმოსვლა ვერ ხერხდება, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც უცხოეთში მიემგზავრებოდა, ახლა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩადის და რა თქმა უნდა, მათ მიერ არჩეულ პრიორიტეტულ მიმართულებაში ერთ-ერთი კახეთია. ძალიან ბევრი ადგილია კახეთში, სადაც ტურისტების მისაღებად საუკეთესო პირობაა შექმნილი", - აღნიშნა კახეთის რწმუნებულმა.

მისი თქმით, ტურისტების დასახვედრად თუშეთშიც აქტიური მზადება მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×