
ვარკეთილში მოვაჭრეებმა პროდუქტის ასანაზღაურებლად შესაბამისი შესყიდვის საბუთი უნდა წარადგინონ. საბუთის არქონის შემთხვევაში კი მათ კვადრატულ მეტრზე 500 ლარს გადასცემენ. ამის შესახებ შპს „ვარკეთილი 96"-ის იურისტმა განაცხადა.
„იქ მიმდინარეობდა გარკვეული განახლებით სამუშაოები, რომ პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებში ჩამჯდარიყო ბაზრობა. არანაირი მაკეტი არ არსებობს.
დაზღვევა ბაზრობას აქვს. ეს არის მესამე პირების დაზღვევა. მათ უნაზღაურდებათ საქონელი, მაგრამ ყველა საქონელს უნდა ჰქონდეს შესყიდვის საბუთი. იმ ადამიანებს, ვისაც ეს საბუთი არ გააჩნიათ, კვადრატულ მეტრზე მიეცემათ 500 ლარი.
ბაზრობას ყავს საკმაოდ კვალიფიციური დამფუძვნებელი და დირექტორატი. ისინი არიან დაინტერესებულები, რომ ბაზრობამ იმუშაოს. მას შემდეგ, რაც დაიდება ექპერტიზის დასკვნა, უკვე იქნება იმაზე საუბარი, რომ ტერიტორიას თავად იქ მომუშავეები გაარემონტებენ, თუ ადმინისტრაცია დაეხმარება",- განაცხადა ურისტმა.
სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი