რეზონანსი
17.06.2020

ნიღაბს სხვა დადებით თვისებასთან ერთად, კიდევ ერთი დადებითი მომენტი აქვს - ვიზუალიზაცია. როდესაც ხედავ, რომ ვიღაც ნიღბით მოდის, ასე თუ ისე ეს გვაფრთხილებს, რომ რაღაც საფრთხეა და შეგვახსენებს, რომ ამაზე ჩვენც უნდა ვიზრუნოთ და ნიღაბი გავიკეთოთ, - ამის შესახებ პულმონოლოგმა, პროფესორმა, თამაზ მაღლაკელიძემ „პირველი არის" ეთერში განაცხადა.

„უნდა შევარჩიოთ ისეთი ნიღაბი, რომელიც ჰაერს შედარებით უფრო ადვილად ატარებდეს. ნიღბის გაკეთების დროს ჰაერის ნაკადი შემცირებულია. ამიტომ ნიღაბი აუცილებლად უნდა იყოს ჰაერგამტარი. თუ ბავშვი ჯანმრთელია მისთვის ნიღბის ტარება პრობლემა არაა, მაგრამ 2 საათს შემდეგ ის უნდა შეიცვალოს, მით უფრო ზაფხულია, მაღალი ტემპერატურაა, ტენიანობა იზრდება", - აღნიშნა პულმონოლოგმა.

პულმონოლოგი აბიტურიენტებს ურჩევს, გამოცდამდე, რამდენიმე დღით ადრე სახლშიც გაიკეთონ ნიღაბი, რომ დახურულ სივრცეში მის ტარებას და სუნთქვას შეეჩვიონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×