რეზონანსი
17.06.2020

დედაქალაქში მოძრავ ავტობუსებს ველოსიპედის დასამაგრებელი მოწყობილობები დაუმონტაჟდება. ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა და შესაბამისი მოწყობილობების მოძიება თბილისის მერმა თავის მოადგილეს მაია ბითაძეს დაავალა.

"მინდა ქალბატონ მაია ბითაძეს დავავალო, რომ მოიკვლიეთ ეს სამაგრები და ეტაპობრივად დავიწყოთ ავტობუსებზე დაყენება, რომ ადამიანებს ველოსიპედით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უპრობლემოდ შეეძლოთ," - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო პოპულარულს ახდის ველოსიპედით გადაადგილებას, რადგან ხელის შემშლელი აღარ იქნება ის, რომ ველოსიპედის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადატანა არ ხერხდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×