რეზონანსი
17.06.2020

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ, ხაზს ვუსვამ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში გადაადგილდებოდეს უპრობლემოდ, არა კერძო ავტომობილი, - აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მან განაცხადა, რომ ქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტს ეთმობა ყველაზე დიდი ყურადღება.

„ძალიან მნიშვენლოვანია ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის და ვფიქრობ, თბილისის მოსახლეობისთვის სატრანსპორტო პოლიტიკა. ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას ჯერ კიდევ ორი წლის წინ ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და როგორია ზოგადად, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა.

ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულება არის ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ეთმობა ყველაზე დიდი ყურადღება. ასევე, ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეებს. თქვენ ალბათ დააკვირდებით, ყველა ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტში ეს ყველაფერი არის პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილებული.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც უნდა იყოს ყველაზე სწრაფი, უნდა მოძრაობდეს ქალაქში შეზღუდვების გარეშე და ის სამუშაოები, რაც მიდის მაგალითად ჭავჭავაძის გამზირზე - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ, ხაზს ვუსვამ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში გადაადგილდებოდეს უპრობლემოდ, არა კერძო ავტომობილი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ფეხით მოსიარულეები და ასევე ველობილიკები, რომელიც კეთდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×