რეზონანსი
17.06.2020

წყალტუბოში, სოფელ ჟონეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიმტვრა.

ავტომობილში მყოფთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი  საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×