რეზონანსი
16.06.2020

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. მამაკაცი „ევექსის" კლინიკაში მოთავსებული. იგი საოპერაციოში შეჰყავთ.

კიდევ ერთი დაშავებულის, 15 წლამდე მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მოზარდს უმნიშვნელო დაზიანება აქვს ფეხის არეში და ახლა ყველა საჭირო კვლევა უტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×