რეზონანსი
16.06.2020

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 3 პაციენტს დაუდასტურდა. მათ შორის 2 აზერბაიჯანის მოქალაქე, სატვირთო მანქანის მოძღოლია, ერთი კი, საქართველოს მოქალაქე, 20 წლის ბიჭია. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლია დეკანოსიძემ განაცხადა.

"ორი 60 წლამდე კაცია, რომლებიც აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. ისინი სატვირთო მანქანის მძღოლები არიან. მათ კოვიდი სწრაფი ტესტით საზღვარზე დაუფიქსირდათ, შემდეგ ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს. ჩვენთან "პისიარ" ტესტით დაუდასტურდათ. აზერბაიჯანის მოქალაქეები ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შედიან, მათი სამუშაოდან გამომდინარე", - აღნიშნა ლია დეკანოსიძემ.

მისი ინფორმაციით, 20 წლის ბიჭს კორონავირუსი ბებიისგან გადაედო. ის თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან მცხეთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს და იქ გააგრძელებს მკურნალობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×