
ბრიტანელი მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ აღმოაჩინეს წამალი, რომელიც კორონავირუსის მკურნალობაში გარღვევას მოახდენს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია პრეპარატზე სახელწოდებით „დექსამეთაზონი“. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს იაფფასიანი წამალი COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების შანსებს დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაშიც სერიოზულად ზრდის.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში 6 ათასი პაციენტი მონაწილეობდა. 2 ათასი „დექსამეთაზონით“ მკურნალობდა და მათი შედეგები იმ 4 ათასისას შეადარეს, რომლებიც პრეპარატს არ იღებდნენ. აღმოჩნდა, რომ „დესამეთაზონმა“ ვენტილატორზე მიერთებულ პაციენტებში ლეტალური დასასრულის რისკი 1/3-ით შეამცირა. იმ შემთხვევაში კი, როცა პაციენტი ჟანგბადს იღებს, რისკი 1/5-ით შემცირდა. ამასთან, დაავადების მსუბუქი და საშუალო შემთხვევებისას „დექსამეთაზონის“ ეფექტიანობა გაცილებით დაბალია.
პრეპარატით მკურნალობა 10 დღე გრძელდება, დღეში პაციენტს 5 გირვანქა სტერლინგის ღირებულების წამლის მიღება უწევს. მეცნიერების თქმით, „დექსამეთაზონის“ ეფექტიანობის დამტკიცების შემთხვევაში, ის ძალიან სასარგებლო იქნება ღარიბი ქვეყნებისთვის.