რეზონანსი
16.06.2020

ამჯერად არ მიკვირს, ხელისუფლებას ბევრად უფრო მეტი დრო სჭირდება, რომ მოიფიქროს რა თქვას - ამის შესახებ განცხადება, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ მთავარ არხთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, სავარაუდო ლიკვიდაციის მცდელობასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ მინიმუმ განცხადება უნდა გააკეთოს.

"საფრთხე რეალურია, საფრთხე რჩება და ახლა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, როგორც მინიმუმ, განცხადებას ველოდები კიდევ ერთხელ რას იტყვიან, როგორია მათი პოზიცია. ამჯერად არ მიკვირს, რომ ბევრად უფრო მეტი დრო სჭირდებათ იმისათვის, რომ მოიფიქრონ რა თქვან, მაგრამ როგორც მინიმუმ, პირველი ეს ნაბიჯი ვნახოთ როგორი იქნება, როდესღაც მოუწევთ რამის თქმა. შემდეგ პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამენ იმისათვის, რომ ასეთი რამე საქართველოში არ ხდებოდეს, რომ ვიღაცას რაღაც არ მოეწონება, სიტყვაზეა უბრალოდ საუბარი, ვიღაცას ჩემი ნათქვამი არ მოეწონა და ქილერი გამომიგზავნეს და მაშინ იმ ადამიანებს რა უნდა უქნან, რომლებმაც შეიძლება უფრო ქმედითად გამოხატონ თავიანთი პროტესტი," - აცხადებს გაბუნია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×