რეზონანსი
16.06.2020

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყანაში არის კორონავირუსით ინფიცირებული 7-8 პაციენტი, რომელთა წყაროს დადგენაზე მუშაობა გრძელდება. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, თავდაპირველად საუბარი იყო ათი პაციენტის პირველწყაროს მოძიებაზე, თუმცა ნელა-ნელა მოხერხდა რამდენიმე პაციენტის წყაროს დადგენა.

„წყაროს დავადგენთ თუ ვერ დავადგენთ, ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, ვირუსი არის ჩვენ გარშემო და ეს სადავო თემა არ არის. შესაბამისად, ის გამაფრთხილებელი ზომები, რაზეც სულ ვსაუბრობთ – გამოვიყენოთ პირბადე, დავიცვათ ფიზიკური დისტანცირება და მოვერიდოთ დიდი დაბადების დღეების, ქორწილების, მსგავსი ტიპის ღონისძიებების აღნიშვნას, ძალაში რჩება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ გავრცელების ნელი ტემპი, ვირუსი არ გავრცელდეს სწრაფად და პიკურად. ბუნებრივია, ეს რისკი არსებობს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×