რეზონანსი
16.06.2020

„ვფიქრობ, რომ ეს კრიმინალური დანაშაული მნიშვნელოვანწილად უნდა მომსახურებოდა გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნას საქართველოში", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვასთან დაკავშირებით თემის კომენტირებისას განაცხადა.

პირველმა ვიცე-სპიკერმა უსაფრთხოების სამსახურს ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„იქ რუსული თემა წამოიწეოდა, გაბუნიას მიმართ კრიტიკული გამონათქვამებიც ბევრი წამოვიდოდა. რა დამოკიდებულებაც არ უნდა იყოს კონკრეტული ადამიანების მიმართ , მხოლოდ გაბუნიაზე არ არის ლაპარაკი, სიცოხლის წართმევა არის რასაკვირველია, არამარტო უდიდესი ცოდვა, არამედ კრიმინალური დანაშაული. მადლობა უსაფრთხოების სამსახურს, რომ ეს ოპერაცია ჩაატარა და გამოავლინდა ასეთი ბოროტი განზრახვა", - აღნიშნა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×