
გიორგი გაბუნიამ „მთავარი არხის" ეთერით ისაუბრა, რა ინფორმაცია ჰქონდა მის შესაძლო ლიკვიდაციაზე სპეცოპერაცის ჩატარებამდე.
ჟურნალისტი ამბობს, რომ უკვე ერთი თვეა მის სახლთან საეჭვო მანქანების რაოდენობა გაიზარდა. ასევე მის საცხოვრებელთან გადაადგილდებოდნენ საეჭვო ადამიანები.
მისი თქმით არხის დირექტორს ნიკა გვარამიას ჰქონდა ინფორმაცია გარკვეულ საფრთხეებთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მისი დაცვა გაძლიერდა ჟურნალისტს რამდენიმე დაცვის თანამშრომელი იცავდა.
„ჩემმა დაცვამ შეამჩნია ეს. ისინი ამ საქმის პროფესიონალები არიან. რაღაც საეჭვო ადამიანები და მანქანები ჩემს საცხოვრებელ სახლთან ტრიალებდნენ ბოლო თვე ან ცოტა მეტი. მეც მითხრეს, რომ იცოდე გიორგი, რომ ვიღაც ადამიანები ტრიალებენ შენს გარშემო და ფრთხილად იყავი. მანამდე მოხდა ჩემი დაცვის გაძლიერება, ნიკას ეს ინფორმაცია ჰქონდა და რა თქმა უნდა მე ვიკითხე რა ხდებოდა და მითხრეს, რომ რაღაც საფრთხეები არსებობს. თეორიულად ვიცოდი, რომ ვიღაც სადღაც დადიოდა და თეორიულად ჩემი მოკვლა უნდოდა", - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.
15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.