
„ჩემთვის ცოტა უცნაურია, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი უკრაინის გავლით. არსებობს ბევრი კითხვა, რომელზეც ჯერ პასუხი არ გვაქვს,- ამბობს „პრაიმტაიმთან" საუბრისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე
„გუშინ რომ ვისმენდი გვარამიას საუბარს, მიკვირდა - საიდან არის ამდენი ცინიზმი ამ კაცში. სამჯერ, ოთხჯერ გაიმეორა რუსეთის მოკავშირე ხელისუფლებაო ფაქტია, რომ სიტუაციის საკუთარ ინტერესებზე მორგებას ცდილობდა.
თუ დანაშაული რეალურად მოხდებოდა, პირველ რიგში ეს დაარტყამდა საქართველოს ხელისუფლებას და ძალიან სერიოზულად დაარტყამდა მმართველ გუნდს. და თუ რუსეთთან არის შეკრული ეს ხელისუფლება, რა ლოგიკაში ჯდება, რომ რუსეთი ამ მკვლელობით, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, მთლიანად აყირავებდა პოლიტკურ კლიმატს ქვეყანაში.
ვის დააჯერებდი, რომ ეს მკვლელობა რეალურად ხელისუფლების შეკვეთილი არ იყო?! ცხადია, ეს დაბრალდებოდა ხელისუფლებას", - ამბობს მამუკა არეშიძე.
სრულიად იხილეთ Primetime.ge-ზე