რეზონანსი
16.06.2020

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის მოსახლეობა ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც შუახნის ქალი ნასაკირალი-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე მყოფმა მიუსაფარმა ძაღლებმა დაკბინეს.

როგორც მოსახლეობა ამბობს, მაწანწალა ძაღლები გზის ამ მონაკვეთზე უკვე მრავალი წლის პრობლემაა.

მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე ძაღლებს უპატრონოდ ტოვებენ და შემდეგ უკვე მიუსაფარი ცხოველები ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემა ხდება.

"დღეს ქალი დაგლიჯეს ლამის, საერთოდაც, გარეთ ვერ გამოვსულვართ. გვეშინია. ძაღლები ლამის სახლებში შემოგვიცვივდნენ. ჭამენ ჩვენს შინაურ ფრინველსაც. არავინ გვაქცევს ყურადღებას, პირიქით, არასამთავრობო ორგანიზაციები მოდიან და ამ ძაღლებს აჭმევენ. ძაღლების უფლებები უფროა დაცული, ვიდრე ჩვენი,"-აცხადებენ ადგილობრივები.

სოფლის რწმუნებულის გელა სალუქვაძის განცხადებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური ძაღლს, რომელმაც დღეს ქალი დაკბინა, ათდღიან კარანტინში გადაიყვანს და დააკვირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×