
დღეს ინფიცირებული არ გვყავს, მაგრამ ეს მაინც არაფერს ნიშნავს, რადგან კორონა სანამ არის დედამიწაზე, სამწუხაროდ, კარგი დღე ჩვენ არ გვექნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.
„კორონა ისევ გრძელდება. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ როდესაც ქვეყანა გაიხსნებოდა, შემთხვევების დაბალი ნიშნული ყოფილიყო - ეს გამოგვივიდა და ახლაც ყველაფერი დამოკიდებულია მოქალაქეებზე, თუ ჩვენ ელემენტარულ წესებს დავიცავთ, კორონა იქნება მაგრამ არ იქნება ისეთი, რომ შეგვაწუხოს. კორონასთან თანაცხოვრებით ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მიახლოებულ ყოფას ძალიან მცირე შეზღუდვებით", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
საქართველოში კორონავირუსი 879 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 724 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.