
ტყიბულში მეშახტეების პროტესტი გრძელდება. შახტში დასაქმებულები, რომლებიც რამდენიმე დღეა მუშაობაზე უარს აცხადებენ, დღეს მერიის წინ შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია - უსაფრთხოების ზომების დაცვა და ხელფასების ოცი პროცენტით გაზრდა. მათი თქმით, კომისიამ, რომელიც შახტში არსებულ მდგომარეობას სწავლობდა არა დასკვნა, არამედ შესასრულებელი სამუშაოების ოქმი და ვადები გამოსცა.
"ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის შახტში უსაფრთხოების ზომების დაცვა. რამდენიმე დღის წინ, ამწე ბადიამ ავარიული დაშვება განახორციელა. სახელმწიფოს მხრიდან იყო დაპირება, რომ 2020 წლის მეორე დეკადიდან ხელფასები ეტაპობრივად მოგვემატებოდა. ახლა კი, პირდაპირ მივმართავ ნათია თურნავას, თქვენიდან დახმარებას ვითხოვთ, რათა მოახდინოთ გარკვეული ზეწოლა შემოსულ კომპანიაზე,"- აცხადებს მეშახტე ხვიჩა გაბუნია.
თუ მოთხოვნები არ შესრულდება, მეშახტეები პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ.