
აშშ-ის მოქალაქეს, მაიკლ ფლორს ახალი კორონავირუსის მკურნალობისთვის ანგარიში მოუვიდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მან სამედიცინო დაწესებულებას 1,1 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Time ავრცელებს.
70 წლის მაიკლ ფლორი COVID-19-ით დაინფიცირდა. ის ისაკუას საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მან 62 დღე გაატარა. დროის ნაწილი მან ხელოვნურ კომაში გაატარა. ფლორის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ახლობლებს მასთან გამომშვიდობება ურჩიეს.
ანგარიში 181 გვერდიდან შედგება და დაახლოებით სამი ათას პოზიციას მოიცავს. ფლორის თქმით, პალატაში განთავსება მას დღე-ღამეში 9,7 ათასი დოლარი დაუჯდა. ამასთან, ანგარიშში არ იყო შეყვანილი სამედიცინო მომსახურების ხარჯი, დიალიზი და ექიმების სერვისი, რომლებიც მას დახმარებას უწევდნენ.
მამაკაცის თქმით, ხარჯის უმეტესი ნაწილი მისმა სამედიცინო დაზღვევამ უნდა დაფაროს.
Report.ge