რეზონანსი
16.06.2020

საერთაშორისო მედია "მთავარი არხის" ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის ფაქტს ეხმაურება. როგორც გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" წერს, ქართველი ჟურნალისტის მკვლელობა რუსეთის ფედერაციაში დაიგეგმა, თუმცა საქართველოს ძალოვანი უწყებების დროული რეაგირების შედეგად თავდასხმა აღიკვეთა.

გამოცემა წყაროდ ქართულ მედიას იყენებს, სადაც მკვლელობის დამკვეთად ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი სახელდება.

ქართველი ჟურნალისტის შესაძლო მკვლელობის საქმეს რუსულ მედიაშიც გამოეხმაურნენ.

"კომსომოლსკაია პრავდა" წერს, რომ გიორგი გაბუნიას ფერფლიდან აღდგომა სურს და ამისთვის მისი მკვლელობის ამბავი მოიგონა. ინფორმაციის წყაროდ რუსი ჟურნალისტი დინა კარპიცკაია, ვინმე ლევან კახიძეს იხსენიებს, რომელიც როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოში მოღვაწე პოლიტოლოგი და ჟურნალისტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×