
მასშტაბური ხანძარი ვარკეთილის ბაზრობაზე - მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ ცეცხლი განზრახ გააჩინეს და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ცდილობს. სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. მოქალაქეები ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ.
ერთ-ერთი დაზარალებული შეუძლოდ გახდა.
"6 სულს ვინახავდი. ვისი იმედი უნდა გვქონდეს, ჯერ არავინ შემოსულა და არაფერი უკითხავთ, რა გჭირთ ხალხო", - აცხადებს დაზარალებული.
ვარკეთილის ბაზრობაზე მომუშავე მოვაჭრეებს ეჭვი აქვთ, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს. ასევე, საუბრობენ ვერსიაზე, რომლის თანახმადაც ბაზრობის შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარებდა, რასაც შესაძლოა მოკლე ჩართვა გამოეწვია და ხანძრის მიზეზი გამხდარიყო.
მოვაჭრეების ინფორმაციით, შენობაში არსებული თითქმის ყველა მაღაზია განადგურებულია.
Newposts