რეზონანსი
16.06.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ იძლევა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურში ამჟამად 31 პაციენტი მკურნალობს, მათგან 1-ის მდგომარეობა მძიმეა.

„ახალი შემთხვევა არ გვაქვს, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მკვეთრად, 20-ით გაიზარდა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში სულ 141 პაციენტი მკურნალობს. ახალი შემთხვევის არქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას, ჩვენ ისე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც ვცხოვრობდით. არ არის ახალი შემთხვევა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, კვლავ რჩება სოციალური დისტანცირების საკითხი და პირადი მოხმარების დაცვის საშუალებები, პირბადეები. დაუდგენელი წყაროების მოძიება გრძელდება.

გამოჯანმრთელებულები 20-დან 10 ჩვენი ცენტრისაა და 10-ვემ დატოვა ჩვენი ცენტრი. ამ ეტაპზე 31 პაციენტი მკურნალობს ჩვენთან. 1 მძიმე პაციენტი რჩება ჩვენთან, რომლის დინამიკა დადებითია და ვიმედოვნებთ, რომ უკვე ხვალიდან ისიც ამოღებული იქნას მძიმეთა სიიდან და გვეყოლება საშუალო და მსუბუქი პაციენტები", - განაცხადა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×