
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ „ბავშვთა პორნოგრაფიის“ საქმეზე ავსტრალიის მოქალაქე პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები – მ.პ. და ც.მ. დამნაშავედ ცნო, ამასთან პ.ლ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს მ.პ-ს და ც.მ-ს 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ: „საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულები – პ.ლ., მ.პ. და ც.მ სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბრალდების ყველა ეპიზოდში, კერძოდ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ხუთი არასრულწლოვნის ტრეფიკინგსა და არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება, გასაღებაში, დანაშაულისთვის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა და 255-ე მუხლებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება სასამართლო განხილვა საქართველოს 11 მოქალაქის მიმართ, რომელთაც ასევე ბრალი ედებათ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში. კერძოდ, 10 მშობელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის ნაწარმის შექმნაში ჩაბმა, რისთვისაც იღებდნენ ანაზღაურებას, ხოლო სკოლის მასწავლებელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში დახმარება“.