რეზონანსი
16.06.2020

წუხელ ვარკეთილში ძლიერმა ხანძარმა მოვაჭრეებს სერიოზული ფინანსური ზარალი მიაყენა - ცეცხლისგან მიყენებული ზიანის აღრიცხვა დღეიდან დაიწყება.ვარკეთილის ბაზრობაზე დაზარალებულები დილიდან შეიკრიბნენ. მათ თბილისის მერია დახმარებას და დაპირდა.ამ ეტაპზე ხანძრის ტერიტორიაზე ექსპერტები მუშაობენ, მოვაჭრეებს ადგილზე მისვლა მხოლოდ მათი სამუშაოს დასრულების შემდეგ შეეძლებათ.მოვაჭრეები ხელისუფლებისგან დახმარებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ქონება დაზღვეული არ ჰქონდათ და ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.მოვაჭრეების უმეტესმა ნაწილმა ხანძრისგან საკუთარი პროდუქციის გადარჩენა ვერ მოახერხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×