რეზონანსი
16.06.2020

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 12 წლის გოგონა გარდაიცვალა. გარდაცვლილი, სოფელ კოღოთოს მცხოვრები, ანი პიტაშვილია. იგი საჯარო სკოლის მეექვსე კლასში სწავლობდა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ გოგონა სკოლაში სახელმძღვანელოების ჩასაბარებლად იმყოფებოდა.

"დედას შვილი თვალწინ მოუკვდა. ჯერ შვილს რა დაავიწყებს და მერე ამ სცენას. წიგნების ჩასაბარებლად, სკოლაში ერთად იყვნენ, შენობაც ერთად დატოვეს, თუმცა ანიმ დედას სთხოვა და რამოდენიმე წუთით უკან შებრუნდა. ამბობენ, მძღოლი ნასვამი იყოო. ისეთი ამბავია ოჯახში, სიტყვით ვერ აღწერ" - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×