რეზონანსი
15.06.2020

კომპანია აჭარაბეთისთვის მნიშვნელოვანია ინოვაციების და ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა. აჭარაბეთი კოპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მუდმივად ახორციელებს ინვესტიციას აღნიშნული დარგის განვითარებისთვის საქართველოში. მათ შორისაა, პირველი ციფრული ტექ-ფესტივალი „aTech Restart“-ი რომლიც აჭარაბეთის ინიციტივით და ფინანსური მხარადჭერით Startup Grind Tbilisi Georgia-სთან ერთად  გაიმართება. 

აღნიშნული, ტექ-ფესტივალის თემაა “ტექნოლოგიური ადაპტაცია ახალ რეალობასთან“, ფესტივალი 18-21 ივნისს მოეწყობა.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ტექჰაკათონი, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, წარმოადგინონ ინოვაციური იდეა და ამ იდეის ტექნოლოგიური გადაწყვეტა იმის შესახებ თუ "როგორ უნდა გავერთოთ მომავალში, თანამედროვე ტექნოლოგიები სდახმარებით?"

გამარჯვებულებისთვის კომპანია აჭარაბეთი დამატებით 20.000 ლარიან საპრიზო ფონდს  გამოყოფს. 

ფესტივალის მონაწილეებს, ასევე შესაძლებელობა ექნებათ ონლაინ მოუსმინონ და კითხვები დაუსვა ნსაინტერესო სტუმრებს როგორებიც არიან:

ზურა ჯიშკარიანი - თემა: ციფრული ასისტენტები და ავატარ-თერაპია

სოფიო გაჩეჩილაძე - თემა: მომხმარებლის გამოცდილება - ქვესტი სტარტაპების წარმატებისთვის

დავით ჩეჩელაშვილი - თემა: გართობის ინდუსტრიის მომავალი

ირაკლი დავარაშვილი - თემა: პირველი ქართული ინტერაქტიული კინო-თამაში

ვახო მდივანი - თემა:მომხმარებლის გამოცდილება - მარკეტინგის გემიფიკაცია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×