რეზონანსი
15.06.2020

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 8 მილიონს გადააჭარბა. Worldometers-ის განახლებული მონაცემებით, გლობალურად ამ დროისთვის ვირუსის 8,035,252 შემთხვევაა გამოვლენილი. ამავე პლატფორმის თანახმად, კორონავირუსს მსოფლიოში 436,380 ადამიანი ემსხვერპლა, 4,152,241 ადამიანი კი ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 3,446,631-ია. Worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე მეტი - 2.1 მილიონი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა. შემდეგ არის ბრაზილია - 868 000-მდე შემთხვევით, მესამეზე კი რუსეთი - 537 210 დაინფიცირებულით. ყველაზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს აშშ-ს, ბრაზილიას და დიდ ბრიტანეთს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×