რეზონანსი
15.06.2020

ინდოელი ე.წ სასწაულმოქმედი "წმინდა მამაკაცი", რომელიც აცხადებდა, რომ მას შეეძლო კორონავირუსის განდევნა ინფიცირებული ადამიანებისთვის ხელებზე კოცნით, გარდაიცვალა კოვიდ 19-ისგან. აგრეთვე დაინფიცირდა მისი 20 მიმდევარიც და სამრევლოს წევრები.

იოგის ერთ-ერთი მიმდინარეობის ხელმძღვანელი ინდოელი მამაკაცი კოცნიდა თავის მიმდევრებსა და ღვთისმოსავებს კოცნიდა ხელებზე და ეუბნებოდა, რომ მათ ცხოვრებას იგი ამ რიტუალით პრობლემებისგან გაათავისუფლებდა.

მისი თქმით, მკურნალი კოცნა ძალზე წარმატებულად მოქმედებდა პაციენტებზე, იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსის გადაცემის ალბათობა ჰაერ-წვეთოვანი გზით , პირისა და ცხვირის ღრუთი დაავადებით ძალზე დიდი იყო.

ჯანდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მამაკაცის კოვიდ 19-ით დაავადების ფაქტი 3 ივნისს დადასტურდა, ხოლო ერთი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცავთა თქმით, იძიებენ იმ ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ე.წ სასულიერო პირთან. გადამოწმების ინდოეთის 20 მოქალაქეს. დაუდგინდა დაავადება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×