რეზონანსი
15.06.2020

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა სკოლის წინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონამ, რომელიც სკოლაში დედასთან ერთად წიგნების ჩასაბარებლად იყო მისული, საავტომობილო გზაზე გადაირბინა, რა დროსაც მას „ჯიპის" ტიპის ავტომობილი დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×