რეზონანსი
15.06.2020

შიდა ქართლში ეპიდემიური მდგომარეობა უარესდება. "ნიუპოსტის" კორესპონდნწტის ცნობით, სოფელ მეტეხში, სადაც ინფიცირებული სანიტრის ოჯახის 4 წევს ვირუსი დაუდგინდა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

სპეციალისტებს უკვე აღებული აქვთ 18 ნიმუში, რომლებიც უახლოეს საათებში ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. სოფლის მცხოვრებლებს, ჯერჯერობით, ორკვირიანი თვითიზოლაციის რეკომენდაცია აქვთ მიღებული.

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში რეგიონში ვირუსის ცხრა შემთხვევაა გამოვლენილი. სოფელი, სადაც 1,200 ოჯახი ცხოვრობს, კვლევის შედეგებს ელოდება. ამ შედეგებზეა დამოკიდებული, განიხილავს თუ არა ხელისუფლებს სოფელ მეტეხის ჩაკეტვის საკითხს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×