რეზონანსი
15.06.2020

ჩემი აზრით, ამ ეტაპზე არანაირი მეორე ტალღის ზღვარზე არ ვდგავართ, შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ინფიცირებულთა მატება მოსალოდნელი იყო და ეს საგანგაშო არა, მაგრამ საყურადღებოა, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „postv"-ის ეთერში განაცხადა.

„დაუდგენელი კლასტერების ერთეული შემთხვევები საყურადღებოა, თუმცა განგაშის საფუძველს არ გვაძლევს. ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევების შემდეგ მათი დადგენა მოხდება. მესმის, პირბადის ტარება ადამიანებს დისკომფორტს უქმნის, მაგრამ დავიმახსოვროთ, რომ ეს აუცილებელია! უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარტო ჯანდაცვის სისტემა პანდემიას ვერ დაამარცხებს თუ საზოგადოების მხრიდან ერთიანი მიდგომა არ იქნება, ამიტომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ის მინიმალური რეკომენდაციები შეასრულოს, რომელიც ნორმალური ეპიდსიტუაციის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×