რეზონანსი
15.06.2020

კიევის ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა დამალა, რომ კორონავირუსით იყო ინფიცირებული და სამსახურში დადიოდა. ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

„შოკისმომგვრელი ამბავი გვაქვს - სკოლის დირექტორი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ამას მალავდა, სამსახურში დადიოდა და უამრავ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ჩვენ უკვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს მოთხოვნით, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას," - აღნიშნა კლიჩკომ.

უკრაინაში სულ კორონავირუსით ინფიცირების 31 810 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა ქვეყანაში უკვე იმსხვერპლა 901 ადამიანი, 14 253 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×