რეზონანსი
15.06.2020

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი განმარტავს, რომ არჩევნების ვადის გადაწევა მხოლოდ იმ სიტუაციაში შეიძლება, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი საპარლამენტო არჩევნების თარიღის შესაძლო შეცვლაზე ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებებს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, თუ სახელმწიფოში საგანგებო ვითარება შეიქმნება, ამას მხოლოდ „ქართული ოცნების" პარტიული ხელმძღვანელობა კი არ დაადასტურებს, ეს იქნება საქვეყნოდ აღიარებული თემა, მათ შორის ოპონენტების მიერ.

„უბრალოდ, ეს რეალობა, რასაც თვითონაც აღიარებენ, ცდილობენ, გამოიყენონ პოლიტიკური განცხადებებისთვის, თითქოს „ქართულ ოცნებას" აწყობს არჩევნები დეკემბერში. საზოგადოება სასიკვდილო საფრთხის წინაშე არ უნდა დადგეს, ეს თავადაც კარგად იციან, არც მალავენ, ამას ამბობენ, მაგრამ ჟურნალისტების საყურადღებოდ ამატებენ, თითქოს რატომღაც, „ქართულ ოცნებას" არჩევნების გადაწევა უნდა. დამარცხების შიში გვაქვს და რაც უფრო გვიან დამარცხდებიან უკეთესიაო? - ეს ყველაფერი არალოგიკურია, არ მინდა, სიტყვა სისულელე გამოვიყენო", - განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×