რეზონანსი
15.06.2020

ფოთში, ლოზუნგით „ქუჩა ჩემი სიამაყე", პარტია „თავისუფალი საქართველოს" წევრმა გოგი წულაიამ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქცია-პერფორმანსი გამართა. წულაია რეკვავას ქუჩაზე, სადაც საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად არხებია ამოთხრილი, თევსაჭერი ბადით მივიდა.

წულაიამ ამ ფორმით ფოთის გზებზე არსებული მდგომარეობა გააპროტესტა.

„ხელისუფლება ასე ზრუნავს მოსახლეობაზე, პალიასტომის ტბაზე აღარ გიწევთ ადგილობრივებს წასვლა, სახლის წინ გაგიკეთათ აუზები. არამარტო ფოთი, არის ქალაქები, რომლებსაც ყველაზე მეტი ფული შეაქვს ცენტრალურ ბიუჯეტში და ცხოვრობენ ასეთ პირობებში. ეს არის უზნეობის მწვერვალი და მეტი არაფერი. თუ ამის შემდეგ კიდევ არ მიაქციეს ყურადღება, ჩამოვალ, მივადგეთ მერიას. გადავკეტოთ გზა, მოვიდნენ და დაგვიჭირონ, რამდენს დაგვიჭერენ? ხელისუფლება თუ არ აიძულე, არაფერი არ გამოვა. არ ელოდოთ ანგელოზებს ხელისუფლებაში, არც მეც არ ვარ ანგელოზი და არც არავინ. ყველა ქვეყანაში ხელისუფლებას აიძულებენ, რომ გააკეთონ რაღაც საქმე. ხომ ხედავთ რა პროტესტებია ამერიკაში, ინგლისში და რა, ჩვენზე მეტად უჭირთ ცხოვრება? თუ ხვალიდან არ დაიწყებს ადგილობრივი მთავრობა აქტიურობას და აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას, გადავკეტოთ გზა", - განაცხადა გოგი წულაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×