რეზონანსი
15.06.2020

სააკაშვილს თუ უნდა ერთიანი სია დაწეროს თავის ბლოკში და ალიანსში,- ასე ეხმიანება დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ერთიანი ოპოზიციური სიის თაობაზე.

ბესელია მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება უპააუხისმგებლო იქნება და ამომრჩეველს დაუკარგავს შესაძლებლობას გაარჩიოს ერთმანეთისგან „წარსული, აწმყო და მომავალი".

„მე პირადად, გამოვრიცხავ ასეთის შესაძლებლობას. ეს ერთი ერთზე ჰგავს მმართველი პარტიის და სააკაშვილის სასურველ ვერსიას, რომ არსებობდეს ისევ ორი არჩევანი.

ერთობა ყოველთვის არ არის საუკეთესო მოდელი და გამარჯვების ფორმულა. ის ხშირ შემთხვევაში ამართლებს და ამის მაგალითი იყო საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსულტაციები და სწორედ ამის შედეგია 8 მარტის შეთანხმება, მაგრამ ერთიანი საარჩევნო სია - ეს ნიშნავს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო გადაწვეტილებას, რადგან ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გაარჩიონ ერთმანეთისგან წარსული, აწმყო და მომავალი. ამიტომ, ვისაც სურს ასეთ საერთო სიაში ჩაწერა, კი ბატონო, მათი არჩევანია, ჩვენი არჩევანი განსხვავებულია,"- განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთიანი ოპოზიციური სიის ფორმირების ინიციატივით გამოვიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×