რეზონანსი
15.06.2020

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის მაისის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 3,5 ათასი ტონა, რაც 1,6 ათასი ტონით ანუ 84,2%-ით მეტია აპრილის თვის მაჩვენებელთან (1,9 ათასი ტონა) შედარებით და 0,8 ათასი ტონით ანუ 29,6%-ით - გასული წლის მაისის თვის მაჩვენებელთან (2,7 ათასი ტონა) შედარებით. 

მათ შორის, იმპორტის თითქმის მთელი ოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 17,6 ათასი ტონა, რაც 5,9 ათასი ტონით ანუ 50,4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (11,7 ათასი ტონა). მათ შორის, იმპორტის 94,9%  განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

თხევადი აირის იმპორტი საქართველოში ხორციელდება სხვადასხვა სეს ესნ კოდით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გათხევადებული აირების იმპორტის მთელი რაოდენობიდან 6,0 ათასი ტონის ანუ 34,1% იმპორტი განხორციელდა სეს ესნ კოდით 29011000000 (ორგანული ქიმიური ნაერთები ნახშირწყალბადები), რომელზეც არ ვრცელდებოდა აქციზის გადასახადი. 

2020 წლის მაისის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 3,0 ათასი ტონა, რაც 2 ათასი ტონით  ანუ 200%-ით აღემატება აპრილის თვის მაჩვენებელს (1,0 ათასი ტონა)  და 9,0 ათასი ტონით ანუ 75,0%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (12,0 ათასი ტონა)  შედარებით. 

მ/წლის მაისის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 90%  (2,7 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 10% (0,3 ათასი ტონა) - თურქეთიდან.

მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 22,4 ათასი ტონა, რაც 20,5 ათასი ტონით ანუ 47,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (42,9 ათასი ტონა) შედარებით.

მ/წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 77,2%  (17,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 12,9% (2,9 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 9,8% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან, 0,1% (0,03 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×