რეზონანსი
15.06.2020

მთავრობამ განსაზღვრა დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. როგორც მთავრობის ადინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში, შეხვედრებზე, ასევე საერთო გამოყენების ლიფტებში, სავაჭრო ობიექტებში, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, საგანმანათლებლო სივრცეებში, ტრანსპორტში და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ დაწესებულებებში.

“ზოგიერთი კატეგორიის ადამიანებისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ასაკიდან გამომდინარე დაწესდა გარკვეული გამონაკლისები, კერძოდ ამ ადამიანებს პირბადის არტარების შემთხვევაში არ დაეკისრებათ კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა. 

რაც შეეხება საკითხს, თუ სად არის სავალდებულო პირბადის ტარება, არჩეული იქნა ის ადგილები, ის დახურული სივრცეები, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკებია, კერძოდ: პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულების მისაღებში, სადაც ყველაზე მეტად არსებობს შეხება მოქაალქეებთან და ყველაზე მეტი რაოდენობა იყრის თავს ადამიანებისა, ასევე სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებეში გამართულ შეხვედრებზე თავშეყრისას ამ დაწესებულებებში, სადაც შეუძლებელია 2 მეტრის დისტანციის დაცვა.

შეხვედრებზე თავშეყრისას გამომსვლელს, მომხსენებელს შეუძლია არ გამოიყენოს პირბადე გამოსვლისას, მოხსენების გაკეთებისას, პრეზენტაციის გაკეთებისას, მაგალითად ვგულისხმობ ისეთ შემთხვევას, როგორშიც ახლა მე ვიმყოფები, თუ ამ ადამიანს შეუძლია 2-მეტრიანი სოციაური დისტანციის დაცვა. ასევე, სავალდებულო იქნება საერთო სარგებლობის ლიფტებში, სავაჭრო ობიექტებში, ესენიც გახლავთ მაღალი რისკის მქონე დახურული სივრცეები, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აგრეთვე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აქ იგულისხმება მეტრო და ტაქსები”, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×